ახალი ამბები
პეტიცია - შეწყდეს ჩვენი გადახდილი გადასახადებით საპატრიარქოს დაფინანსება
საქართველოს საპატრიარქოსთვის დაფინანების შეწყვეტის მოთხოვნით პეტიცია ვრცელდება,  12 ივლისის 18:00 საათის მონაცემებით დოკუმენტს ხელს 3722 ადამიანი აწერს. საჭიროა 6278 ხელმოწერა

პეტიციის ავტორები ითხოვენ სახელმწიფომ საპატრიარქოს ხალხის მიერ გადახდილი გადასახადებით დაფინანსება შეუწყვიტოს.

,,2021 წლის 5 ივლისს მომხდარ მასობრივ ძალადობას, რომელიც საპატრიარქოს ხელშეწყობით გაიმართა ტრაგიკული დასასრული აქვს, დაშავებულია 50-ზე მეტი ჟურნალისტი და გარდაცვლილია ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ლექსო შაქარავა, რომელიც მიმდინარე მოვლენებს აშუქებდა. ცნობილია რომ საპატრიარქო ბიუჯეტიდან ფინანსდება 25 მილიონით, ასევე ფლობს რამდენიმე ათეულ ბიზნესს, რომლებიც გათავისუფლებულები არიან სხვადასხვა გადასახადებისგან. აღმოჩნდა რომ საპარტიარქო რომელიც ჩვენი გადახდილი გადასახადებით ფინანსდება ჩვენს წინააღმდეგ განაწყობს რადიკალურად განყობილ მის მრევლს, რომლებიც სახიფათოები არიან ჩვენი და ჩვენი შვილებისთვის. ჩვენ ხელის მომწერები მოვითხოვთ შეწყდეს საპატრიარქოს დაფინანსება ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადებით.'' - აღნიშნულია განცხადებაში.

პეტიციაზე ხელის მოწერის მსურველები უნდა გადავიდნენ ამ ლინკზე
Print

სტატიის გამოყენების პირობები