ახალი ამბები
ბავშვებში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი მაღალია
ბავშვებში, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გამო, ჯანდაცვის სისტემას პედიატრიული საწოლების დამატება მოუხდა.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, თბილისში მობილიზებული 200 საწოლი, რომელიც ბავშვებისთვისაა გათვალისწინებული, სრულად შეივსო.

იგი განმარტავს, რომ პანდემია ძალას იკრებს და საჭიროა ვაქცინაციის გააქტიურება.

"კოვიდპანდემიის დღვანდელი სიტუაცია ძალიან მძიმეა და აყენებს სერიოზულ რისკებს მოსახლეობისთვის. გუშინდელი შემთხვევების რაოდენობა აღემატება 1800-ს. ეს გარკვეულწილად არის ჯამური მაჩვენებელი, მაგრამ მაინც მიუთითებს ბოლო ორი კვირის განმავლობაში შემთხვევების განსაკუთრებულ გააქტიურებაზე. გასული 2-3 დღის მანძილზე მოგვიხდა პედიატრიული საწოლების დამატება, რაც მიუთითებს ბავშვებში ინფექციის გავრცელების მაღალ მაჩვენებელზე. თბილისში მობილიზებული 200-მდე პედიატრიული საწოლი, რომელიც ეპიდემიის მე-2, მე-3 ტალღის დროს იყო პრაქტიკულად დაუტვირთავი, უკვე გადატვირთულია და მოგვიხდა დამატებით საწოლების მობილიზება", – განაცხადა გაბუნიამ.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 862 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 136 შემთხვევა, აჭარა - 98, იმერეთი - 164, ქვემო ქართლი - 104, შიდა ქართლი - 56, გურია - 11, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 64, კახეთი - 115, მცხეთა-მთიანეთი - 54, სამცხე-ჯავახეთი - 32, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 28.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 619 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 360 558-მდე.

კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 479 პირი ემსხვერპლა
Print

სტატიის გამოყენების პირობები