ახალი ამბები
ქვახვრელში სოფლის ცენტრალური გზის მოასფალტება დასრულდა
უფლისციხესთან მდებარე, ტურისტულ სოფელ ქვახვრელში, ცენტრალური სასოფლო გზის მოასფალტება დასრულდა. როგორც სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, დარჩენილია, მხოლოდ, მცირედი სამუშაოები.

ამჯერად, მოასფალტდა დაახლოებით 880 მ სიგრძის გზა. დანარჩენი პირველი ეტაპის სამუშაოები გასულ წელს განხორციელდა.

ახალი მონაკვეთი წარმოადგენს შემოვლით გზის ნაწილს, რომლითაც უფლისციხე-ერთაწმინდა-ქვათახევის ტურისტულ მარშრუტს წარმოადგენს. უფლისციხე-გორის გზა კი სრულად მოასფალტებულია.

სოფელ ქვახვრელში გაკეთდა რამდენიმე საოჯახო სასტუმრო, გაყვანილია ბუნებრივი აირი, ყველა ოჯახში სასმელი წყალია დამონტაჟებული მრიცხველებით, მოწყობილია გარეგანათება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები