ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 49 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 15 ივლისი
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 398 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 813 შემთხვევა, აჭარა - 93, იმერეთი - 115, ქვემო ქართლი - 94, შიდა ქართლი - 49, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 59, კახეთი - 84, მცხეთა-მთიანეთი - 27, სამცხე-ჯავახეთი - 36, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 19.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 164 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 362 491-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 503 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 714 საიდანაც: 3 838 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 326, აჭარაში - 200, იმერეთში - 431. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 756 პირი, მათ შორის, თბილისში - 400, აჭარაში - 38, იმერეთში -162. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 166 პირი, მათგან თბილისში - 126 აჭარაში - 3, იმერეთში - 7. 1 065 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 790 - თბილისში, 267- აჭარაში. 9 811 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 55 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 35, ხოლო აჭარაში - 4.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 382 734-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.53 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.21% ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.65%.

სულ 6 ოქტომბრიდან - 14 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 943 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 947 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 528, პირი, აჭარაში - 1 122, იმერეთში - 1 086.


Print

სტატიის გამოყენების პირობები