ახალი ამბები
გორში კომბინატის დასახლებაში ხანძარი გაჩნდა
გორში, ყოფილი საკონსერვო ქარხნის ტერიტორიაზე, (ამჟამინდელი შპს ,,კულა'') ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ხმელ ბალახს მოედო.

როგორც ქარხნის ტერიტორიაზე მომუშავეებმა გვითხრეს, ცეცხლი საამქროს ტერიტორიიდან მოშორებით გაჩნდა, თუმცა სახანძრო სამსახური სოფელ ტინისხიდის მოსახლეობამ გამოიძახა.

,,როგორც ჩანს, ცეცხლი სოფლის მიმართულებით მიდიოდა და ამიტომ გამოიძახეს სახანძრო'' - ამბობენ ქარხნის მისაღებში.

ხანძარი სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა ჩააქრეს
Print

სტატიის გამოყენების პირობები