ახალი ამბები
,,შეერთებული შტატები განაგრძობს მხარდაჭერას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისადმი'' - საელჩო
,,სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებელი ორგანიზაციები აუცილებელია ჯანსაღი დემოკრატიისათვის. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში მათი როლი უმნიშვნელოვანესია.'' - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, ბათუმში, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმთან შეხვედრის დროს.

განცხადება სალეჩოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა:

,,შეერთებული შტატები განაგრძობს მხარდაჭერას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისადმი, რომლებიც აკვირდებიან საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებს, მხარს უჭერენ საარჩევნო რეფორმას და ეხმარებიან საქართველოს მოქალაქეებს, უკეთ იყვნენ ინფორმირებული თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ.

ბათუმში ელჩი დეგნანი შეხვდა Eastern European Centre for Multiparty Democracy - EECMD-ის, სამართლიანი არჩევნები (ISFED), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს წარმომადგენლებს, სადაც ორგანიზაციების საქმიანობა და აჭარაში წინასაარჩევნო გარემო განიხილეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები