ახალი ამბები
ჟურნალისტებმა შს სამინისტროსთან აქცია გამართეს
ჟურნალისტები და სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეიკრიბნენ. ისინი სამინისტროს შენობასთან საპროტესტო აქციას მართავენ.

ჟურნალისტებს გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავს ფოტოები აქვთ მიტანილი. ისინი ამბობენ, რომ ისინი არ შეწყვეტენ პროტესტს სანამ პრემიერ – მინისტრი იარაკლი ღარიბაშვილი არ გადადგება და ძალადობაში მონაწილე ყველა პირი არ დაისჯება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები