ახალი ამბები
აშშ-ს ელჩი ხაშურში ამერიკის კუთხის პედაგოგებს შეხვდა
აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ხაშურის ამერიკულ კუთხეში მასწავლებლებს შეხვდა. ეს ის მასწავლებლები არიან, რომლებსაც ტრენინგები ჩაუტარდათ და მომავლი წლიდან საჯარო სკოლებში გააგრძელებენ მუშაობას.

,,ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან ენთუზიაზმით აღსავსე ინგლისური ენის ახალ მასწავლებლებს, რომლებიც ამ ზაფხულს აუმჯობესებენ თავიანთ პროფესიულ კვალიფიკაციას. მომავალ წელს ამ მასწავლებლების საქმიანობა თავიან კლასებში ზეგავლენას მოახდენს მათი მოსწავლეების სამომავლო კარიერაზე და დაეხმარება საქართველოს მომავლის განსაზღვრას.'' - აღნიშნულია ელჩის განცხადებაში.

ხაშურის ამერიკული კუთხე, საქართველოს მასშტაბით ამერიკული სტილის ცხრა საზოგადოებრივი ცენტრიდან ერთ-ერთია, რომელიც მასწავლებლებთან თანამშრომლობს. ეს თანამშრომლობა ემსახურება კვალიფიკაციის ამაღლებას, რათა მოსწავლეებმა ხარისხიანი განათლება მიიღონ.


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები