ახალი ამბები
გორში პატრულის მიმართ შეურაცხმყოფელი ქმედება განახორციელეს
გორში მამაკაცს 2500 ლარი დააკისრეს იმის გამო, რომ პატრულის თანამშრომელს შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ, გარდა იმისა, რომ წინააღმდეგობა გაუწია, მის მიმართ შეურაცხმყოფელი ქმედება განახორციელა.

ჯარიმის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ქეთევან ბერეკაშვილმა დღეს მიიღო.

მამაკაცს ჯარიმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მიხედვით დააკისრეს, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას გულისხმობს.

შეურაცხმყოფელი ქმედება განხორციელდა იმ თანამშრომლის მიმართ, რომელიც ეთნიკური აზერბაიჯანელია. შს სამინისტროს პრეს-სამსახური აცხადებს, რომ თუ მიიღებს დეტალურ ინფორმაციას გორის შს სამმართველოდან, გვაცნობებს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები