ახალი ამბები
ბიისის ბანაკი დაიკეტა
გორის მუნიციპალიტეტის სოფე ბიისში მდებარე საზაფხულო ბანაკი დაიკეტა. ახალგაზრდებმა ტანას ხეობა გუშინ დატოვეს.

დღეიდან, ბანაკის ტიპის შეკრებები, მათი ორგანიზაციული ფორმებისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად, იკრძალება.

ამასთან, 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურინირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე.

შესაბამისი ცვლილება საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის #322 დადგენილებაში აისახა. დადგენილება მიმდინარე წლის 19 ივლისიდან ამოქმედდება.

საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებების მიხედვით, ტრენინგებზე, კონფერენციებსა და სემინარებზე მონაწილეთა დასწრება მხოლოდ წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე იქნება შესაძლებელი.

ფოტო არქივიდაან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები