ახალი ამბები
საზოგადოებაში ქცევის წესების შესახებ გორში ლექცია ჩატარდა
გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში, საზოგადოებაში ქცევის წესების შესახებ, ლექცია ჩატარდა. შეხვედრას გორში მცხოვრები ნუგზარ მაჭავარიანი უძღვებოდა.

მისი თქმით, დღეს, როდესაც საზოგადოებაში ძალიან ბევრი შემთხვევაა, როდესაც ადამიანები ერთმანეთის მიმართ უპატივცემულობას გამოხატავენ. ამიტომ, მან სტუდენტობის დროინდელი ჩანაწერები მოიძია, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე სწავლის დროს, ჩაიწერა.

ნუგზარ მაჭავარიანმა ეს მასალები ქართულად თარგმნა და ლექციების ჩატარება დაიწყო. 

,,მისალმებისას გააკეთეთ არა მკვეთრი მოძრაობები''

,,როდესაც ქალს ესალმებით, მოიხადეთ ქუდი. მისი დახურვა შესაძლებელია, მხოლოდ, ხელის გაშვების შემდეგ''

,,ლაპარაკისას ნუ შეეხებით ადამიანის ღირსებას, თუნდაც ხუმრობით''

ეს რამდენიმე წესი, სწორედ, ამ ჩანაწერებიდან გააცნო თავად-აზნაურთა გორის ორგანიზაციის წარმომადგენელმა ნუგზარ მაჭავარიანმა მუზეუმის თანამშრომლებს. როგორც იგი აცხადებს, მისი სურვილია ეს წესები ბროშურის სახით გამოსცეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები