ახალი ამბები
უკრაინელ ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი გორის მერს ეწვია
უკრაინელ ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი გორის მერს ეწვია. მერმა ანსამბლის ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადა და პანდემიის შემდეგ გორში, ფართო აუდიტორიის წინაშე ადგილობრივი და უკრაინელი ბავშვების ერთობლივი კონცერტის გამართვა შესთავაზა.

როგორც პრეს-სამსახურში აცხადებენ, პატარა მომღერლებმა სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს და საკუთარი შემოქმედებიდან ნაწყვეტები წარმოუდგინეს.

ანსამბლი გორში ყოველწლიურად საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალის ფარგლებში ჩამოდის. წელს კოვიდრეგულაციების გამო აღნიშნული ფესტივალი სახელწოდებით ,,მე მიყვარს ფოლკლორი" ქობულეთში გაიმართება.

ფესტივალის ორგანიზატორის თემურ ტატიშვილის განცხადებით, ღონისძიებაში მონაწილეობს 50 ფოლკლორული ანსამბლი საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან, ასევე, უკრაინული და სომხური ფოლკლორული ანსამბლები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები