ახალი ამბები
სტალინის მუზეუმში ტურისტების რაოდენობა მკვეთრად მატულობს
დღეს, გორში, სტალინის მუზეუმს ტურისტების საკმაოდ დიდი რაოდენობა ესტუმრა. მაგალითად, აეროპორტის სამგზავრო ავტობუსით მუზეუმში ორი 40-წევრიანი ჯგუფი მიიყვანეს.

მუზეუმის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მარტის შემდეგ მუზეუმს სულ 12018 ტურისტი ესტუმრა.

უფრო კონკრეტულად, მონაცემები ასე გამოიყურება:

მარტი - 566
აპრილი - 1165
მაისი - 2608
ივნისი - 3220
ივლისი - 4459

ტურისტები არიან რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, ისრაელიდან, პოლონეთიდან.

შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიის გამო, მუზეუმი 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის მარტამდე დაკეტილი იყო. 1-ლი მარტიდან დამატებით 6 ქვეყნის მოქალაქე საქართველოში შემოსვლას PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლია. ამ ქვეყნების ჩამონათვალში შედის: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი და ბელარუსი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები