ახალი ამბები
საქართველო ეპიდსიტუაციის კუთხით წითელ ზონაში გადავიდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო ყველა ინდიკატორით წითელ ზონაშია.

მისი თქმით,  ქვეყანაში ახლა ისეთი ეპიდვითარებაა, როგორიც მესამე ტალღის პიკის დროს იყო. 

"ახლა ვართ, დაახლოებით, იმ დონეზე, როგორც მესამე ტალღის პიკზე ვიყავით. დღევანდელი ეპიდსიტუაცია გახლავთ მსგავსი, რაც გვქონდა ოქტომბრის ბოლოს ნოემბრის დასაწყისში. ყველა ინდიკატორით წითელ ზონაში გადავედით. აქამდე ჯონ ჰოპკინსის რუკაზე ვიყავით ნარინჯისფერში, ახლა უკვე წითელ ზონაში ვართ. ეს განგაშის ერთ-ერთი მთავარი მოცემულობა და შესაბამისი ღონისძიებები უნდა იქნეს მიღებული. საკოორდინაციო საბჭოზე იყო მსჯელობა და გამკაცრებები იქნება. პირველ რიგში, აღსრულებასთან მიმართებაში", — განაცხადა გამყრელიძემ.

20 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 616 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 880, ხოლო გარდაიცვალა — 26 ადამიანი. შიდა ქართლში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 115 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები