ახალი ამბები
გორის პროფესიულ სასწავლებელში ჯარას თაფლის წარმოებას შეასწავლიან
გორის პროფესიულ სასწავლებელში ,,განთიადი'' სტუდენტები ჯარას თაფლის წარმოებას შეისწავლიან. ამ მიზნით, ორგანიზაციამ შესაბამისი აღჭურვილობა მიიღო.

კერძოდ, კოლეჯ ,,განთიადს“ გადასცეს ჯარას თაფლის აღჭურვილობა: ჯარას სკები და ფუტკრის ოჯახები.

პროგრამის განხორციელებაში პროფესიულ კოლეჯს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და დარგობრივი უნარების ორგანიზაცია „აგრო დუო“ ეხმარება.

პროგრამა საქართველოში ჯარას მეფუტკრეობის აღდგენას და გაძლიერებას ისახავს მიზნად. მას ახორციელებს მერსი ქორფსის „კავკასიის ალიანსების პროგრამა“ (ALCP).

ხოლო აფინანსებს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) და ავსტრიის თანამშრომლობის სააგენტოს (ADA) 

Print

სტატიის გამოყენების პირობები