ახალი ამბები
გორში კორონავირუსის 41 ახალი შემთხვევა დადასტურდა
გორის მუნიციპალიტეტში 41 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შიდა ქართლის ოფისის წარმომადგენელმა, ეკა ქორჩაშვილმა განაცხადა.

გორის მერიის საინფორმაციო ვებ-გვერდზე მის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, თვითიზოლაციაშია 402 მოქალაქე იმყოფება.

რაც შეეხება რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტის მონაცემებს, კასპსა და ხაშურში 28-28 ახალი შემთხვევები გამოვლიდან

თვითიზოლაში გადავიდა კასპის 165 მცხოვრები, ხოლო ხაშურში ინფიცირებულებს უფრო მეტი კონტაქტი დაუდგინეს - თვითიზოლაციის რეკომენდაცია 231 მოქალაქეს მიცეს.

ქარელში 8 ახალი შემთხვევაა - თვითიზოლაციაში გადავიდა 101 პირი.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 261 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

გამოჯანმრთელდა 1 410 პირი, ხოლო გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 636 პირი ემსხვერპლა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 395 621-ს. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 369 483-მდე.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.17%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.25% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.78%..

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები