ახალი ამბები
ქარელსა და ხაშურში უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყით დატვირთული 7 მანქანა გააჩერეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 7 ფაქტი გამოავლინეს.

ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში გაჩერებული ავტომანქანების ძარაზე სხვადასხვა სახეობის მრგვალი მორი იყო განთავსებული. მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია. ავტომანქანები დაილუქა.

პრეს-სამსახურის ცნობით, მხოლოდერთ თვეში, ქვეყნის მასშტაბით, 2021 წლის 01 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 209 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 11 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 43 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 3 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები