ახალი ამბები
24 ივლისს საქართველო ფაიზერის ვაქცინის ნახევარ მილონ დოზას მიიღებს
24 ივლისს საქართველო ფაიზერის ვაქცინის ნახევარ მილონ დოზას მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

პრეს-სამსახურის ცნობით, ფაიზერის ვაქცინა საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატებისგან დონაციის სახით გადმოეცემა.

,,რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი და დამატებით გავავრცელებთ.'' - აღნიშნულია განცხადებაში.

,,ამ ეტაპზე, შიდა ქართლის მასშტაბით აცრილია 14 354 პირი, აქედან I დოზით აცრილია 9 131 მოქალაქე და II დოზითაა აცრილი 5 223 პირი", - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შიდა ქართლის ოფისის წარმომადგენელი ეკა ქორჩაშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები