ახალი ამბები
ოსური მედიის ცნობით ბორის ჩოჩიევი კორონავირუსით გარდაიცვალა
22 ივლისს, გარდაიცვალა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჩოჩიევი.

ოსური მედიის ცნობით, მას კორონავირუსი ჰქონდა და ჩრდილოეთ ოსეთში, ვლადიკავკაზის კლინიკაში მკურნალობდა.

ბორის ჩოჩიევი წლების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული ქართულ-ოსურ მოლაპარაკებებში.

იყო შერეული საკონტროლო კომისიის წევრი. 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა პრემიერ-მინისტრად დანიშნა.

2008 წლის ოქტომბერში კოკოითმა მთავრობის შემადგენლობა შეცვალა და ჩოჩიევმა თანამდებობა დატოვა. მან მუშაობა გააგრძელა დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. ამ თანამდებობიდან კი, 2015 წელს ლეონიდ თიბილოვის მმართველოს პერიოდში, გადადგა.

იგი დაიბადა 1957 წლის 1 ნოემბერს ცხინვალის რაიონში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები