ახალი ამბები
კონტრაბანდული საქონლის რეალიზაციის ფაქტზე გორში 1 პირი დააკავეს
კონტრაბანდული საქონლის გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე გორში 1 პირი. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები მასალები გორის სასამართლოში დღეს გაგზავნეს.

დაკავებულს ბრალი აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის, აქციზური მარკის გარეშე, გამოშვებაში, შენახვასა და რეალიზაციაში ედება.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პირი, სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

კორონავირუსის პანდემიის გამო, სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში ჩატარდება, ხოლო მედიისთვის დამატებითი დეტალები უცნობი რჩება. დღეს მოქმედი რეგულაციის მიხედვით, სასამართლო პროცესზე გადაღების უფლება აქვს მხოლოდ მაუწყებელი მედიის წარმომადგენელს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები