ახალი ამბები
ვაჟა მარგველაშვილმა ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ვაჟა მარგველაშვილმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალში ის იაპონელ ძიუდოისტს, 23 წლის აბე ჰიფუმს შეხვდა.

ძიუდოს მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, აბე ჰიფუმი 2017 და 2018 წლებში გახდა მსოფლიო ჩემპიონი. 2019 წელს, მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 9-ჯერ გახდა გრანდ სლემის გამარჯვებული.

27 წლის ვაჟა მარგველაშვილი საქართველოს სამგზის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატის ორგზის ბრინჯაოს პრიზიორია, ასევე მოპოვებული აქვს ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზეც. ერთხელ გახდა გრანდ სლემის გამარჯვებული.



 

Print

სტატიის გამოყენების პირობები