ახალი ამბები
სოფელ ქორდში ჭიდაობა იმართება - აბსოლუტურ წონაში ფალავანს 3000 დოლარი გადაეცემა
2021 წლის 31 ივლისს, გორის რაიონის სოფელ ქორდში, არმაზ და მიშა ჯალაბაძეების ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ტარდება.

ღონისძიების ორგანიზატორია ბიზნესმენი გივი ჯალაბაძე, რომელიც რამდენიმე წელია უკვე საქართველოში ცხოვრობს. ის რუსეთიდან დაბრუნდა და 2017 წლიდან აღნიშნულ ტურნირს ჩაუყარა საფუძველი.

საპრიზო ფონდი შეადგენს 12 000 ათასი აშშ. დოლარს. წონით კატეგორიები: 60 კგ; 70 კგ; 80 კგ; 90 კგ;

I - ადგილი -1500 $ (დოლარი)
II- ადგილი -500 $ (დოლარი)
III-ადგილი -300 $ (დოლარი)

აბსოლუტურ წონაში - 3 000 $ (დოლარი)

ტურნირის საუკეთესო ფალავანს გადაეცემა დამატებით 500 აშშ. დოლარი.


ღონისძიება, წარმოშობით ამავე სოფლის მკვიდრი ბიძაშვილების, აწ გარდაცვლილი მიხეილ და არმაზ ჯალაბაძეების ხსოვნას ეძღვნებაა.

მიხეილ ჯალაბაძის ძმა, გივი ჯალაბაძე, ყოველწლიურად, ტურნირის სპონსორია. შეჯიბრებას ორგანიზებას გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა და ჭიდაობის ფედერაცია უწევს.

მიხეილ ჯალაბაძე საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი იყო, ხოლო, არმაზ ჯალაბაძე - საქართველოს ჩემპიონი.

იხ. ამავე თემაზე:

გორის საცურაო აუზი 160 000 დოლარად გაიყიდა


რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის გამოგზავნილ საჩუქრებს გორის მერია არიგებს

ბიზნესმენმა გივი ჯალაბაძემ გორის ძველი ავტოსადგურის თითო წილი 1000 (ათას) ლარად იყიდა

Print

სტატიის გამოყენების პირობები