ახალი ამბები
ლაშა შავდათუაშვილი ტოკიოს ოლიამპიადის ფინალში შოჰეო ონოს შეხვდება
ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ტოკიოს ოლიმპიადის ფინალში გავიდა. მან ნახევარფინალში სამხრეთ კორეელი ჩანგრიმ ანი დაამარცხა.

ფინალში შავდათუაშვილის მეტოქე იაპონელი შოჰეი ონო იქნება.

ლაშა შავდათუაშვილს ოლიმპიური ოქრო 2012 წელს აქვს მოგებული, ხოლო ბრინჯაო – 2016 წელს. ის ასევე არის მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი.

წარმოშობით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთიდანაა.

რაც შეეხება იაპონელ ძიუდოისტს, ონო ძიუდოს ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლად ითვლება, რომელმაც მოიგო სამი მსოფლიო ჩემპიონატი და ოლიმპიური ოქროს მედალი. ის 2015 წლიდან საერთაშორისო ასპარეზზე დაუმარცხებელ სპორტსმენად ითვლება. ცნობილია თავისი კლასიკური ტექნიკითა და იპონის ყველა სტილით. ძიუდოში მას იპონით გამარჯვების ერთ – ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს.  შეფასება იპონი ფიქსირდება მაშინ, თუ სპორტსმენი შეტევის ან კონტრშეტევის ტექნიკის გამოყენებით მეტოქეს ზურგზე დააგდებს, დიდი გაწაფულობით და მაქსიმალური ეფექტურობით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები