ახალი ამბები
ლაშა შავდათუაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცლის მედალი მოიპოვა
ტოკიოს ოლიმპიადაზე ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალში იაპონელ შოჰეი ონოსთან დამარცხდა.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ლაშა შავდათუაშვილი გახდა პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელიც ზედიზედ მესამე ოლიმპიადაზე იღებს მედალს.

იგი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთიდანაა. მან ოლიმპიური ოქრო ჯერ კიდევ 2012 წელს მოიგო, ხოლო ბრინჯაო – 2016 წელს. ტოკიოს 2020-ის ილიმპიადიდან კი სამშობლოში ვერცხლის მედლით ბრუნდება. ის ასევე არის მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი.

შოჰეი ონო ძიუდოს ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლად ითვლება, რომელმაც მოიგო სამი მსოფლიო ჩემპიონატი და ოლიმპიური ოქროს მედალი. ის 2015 წლიდან საერთაშორისო ასპარეზზე დაუმარცხებელ სპორტსმენად ითვლება. ცნობილია თავისი კლასიკური ტექნიკითა და იპონის ყველა სტილით. ძიუდოში მას იპონით გამარჯვების ერთ – ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. შეფასება იპონი ფიქსირდება მაშინ, თუ სპორტსმენი შეტევის ან კონტრშეტევის ტექნიკის გამოყენებით მეტოქეს ზურგზე დააგდებს, დიდი გაწაფულობით და მაქსიმალური ეფექტურობით.




Print

სტატიის გამოყენების პირობები