ახალი ამბები
,,გორმედში'' კორონავირუსით ინფიცირებული 95 პაციენტი მკურნალობს
"ფაიზერით" ვაქცინაციის პროცესი გორის ორ სამედიცინო დაწესებულებაში - სამხედრო ჰოსპიტალსა და "გორმედში" დღეიდან დაიწყო. შიდა ქართლს ვაქცინა ,,ფაიზერის" 2 160 დოზა გადაეცა.

სამედიცინო ქსელ ,,გორმედში" დღეს ,,ფაიზერით" ვაქცინაციაზე 145 მოქალაქე აიცრა. პროცესი გრძელდება.

სამედიცინო ქსელის კლინიკური დირექტორის ხათუნა შრუბის განცხადებით, ქსელის კლინიკებში კოვიდინფიცირებული პაციენტების მიმართვიანობის მკვეთრი მატება ფიქსირდება.

,,კოვიდპაციენტების მომართვა მზარდია, ამჯერად "გორმედში" 62 სტაციონარულ პაციენტს უტარდება მკურნალობა, ქარელში კი კოვიდსტაციონარში 33 პაციენტი გვყავს, ბოლო დღეების განმავლობაში კოვიდშემთხვევების მკვეთრი მატება ფიქსირდება. რაც შეეხება პაციენტების მდგომარეობას, საკმაოდ მძიმე პაციენტები არიან, შემოდიან უკვე გართულებული მდგომარეობით". - აცხადებს შრუბი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები