ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 205 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 27 ივლისი
ბოლო 24 საათში შიდა ქართლში კორონავირუსის ახალი 205 შემთხვევა დადასტურდა

ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს

27 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კი კორონავირუსის 3666 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 42 235 კვლევა ტესტით.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში 17 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

26 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.68 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.03 % ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.71 %.

სტაციონარში იმყოფება 5185 ინფიცირებული, კლინიკურ სასტუმროებში – 1763 ადამიანი
Print

სტატიის გამოყენების პირობები