ახალი ამბები
გორის მერიამ ორმაგი თანხით დააჯარიმა კომპანია, რომელმაც 6 ათას ლარიანი ტენდერის პირობები ვერ შეასრულა
გაურკვეველი ვადით გადაიდო გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკებში სასმელი წყლის პროექტის განხორციელება. კომპანია ,,ვექტორ სტუდიომ'' ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა.

აღნიშნულ კომპანიას დაახლოებით 5.6 ათას ლარის ფარგლებში და თანაც 3 თვეში საპროექტო ნახაზი უნდა შეედგინა.

,,ვექტორ სტუდიოს'' უნდა დაედგინა, თუ რა დაჯდებოდა 100 კომლიან სოფელში სასმელი წყლის პროექტის განხორციელება; კერძოდ, უნდა შეედგინა ნახაზები შიდაგამანაწილებელ ქსელზე, მრიცხველებზე, ჭაბურღილზე და 100 ტონიან რეზერვუარის მოწყობაზე.

მერია იტყობინება, რომ მსგავი ნახაზი არ მომზადებულა, შესაბამისად, სოფელ კოშკების სასმელი წყლის პროექტის განსახორციელებლად ტენდერიც არ გამოცხადდა.

მერიის ცნობით, აღნიშნული კომპანიის წინაშე გატარდა შესაბამისი ღონისძიებები და კომპანია დაახლოებით 12 ათასი ლარით დაჯარიმდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები