ახალი ამბები
ცხინვალში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა მატულობს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოსური მედია ავრცელებს.

სააგენტო რესის ცნობით, ახალი შემთხვევების რაოდენობა საკმაოდ მაღალი იყო გუშინაც, როდესაც 63 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ამჟამად, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 536 პაციენტი იმყოფება.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის ინფიცირებულთა რიცხვმა 4 ათასს გადააჭარბა, საიდანაც 3589 გამოჯანმრთელდა. დე-ფაქტო ხელისუფლების მთავრობა პანდემიის დასაწყისიდან დღემდე გარდაცვლილთა რაოდენობას არ ასახელებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები