ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 132 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 28 ივლისი
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 141 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

გამოჯანმრთელდა 1 509 პირი, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 141 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 648 შემთხვევა, აჭარა - 438, იმერეთი - 270, ქვემო ქართლი - 152, შიდა ქართლი - 132, გურია - 54, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 139, კახეთი - 186, მცხეთა-მთიანეთი -70, სამცხე-ჯავახეთი - 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 27 456 საიდანაც: 5 256 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 836, აჭარაში - 516, იმერეთში - 660. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 018 პირი, მათ შორის, თბილისში - 463, აჭარაში - 81, იმერეთში -245. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 212 პირი, მათგან თბილისში - 162, აჭარაში - 3, იმერეთში - 15. 1 798 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 976 - თბილისში, 504- აჭარაში. 20 402 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 64 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 56, ხოლო აჭარაში - 8.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 410 830-ს. ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 377 597-მდე. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 751 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.75 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.28 % ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.92 %.

სულ 6 ოქტომბრიდან - 27 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 978 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 18 470 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 6 523 პირი, აჭარაში - 3 220, იმერეთში - 1 990.
Print

სტატიის გამოყენების პირობები