ახალი ამბები
თავდასხმები ჟურნალისტებზე შოკისმომგვრელია - აშშ-ს ელჩი
,, ყველას, ვისაც დემოკრატიის სწამს ესმის, რა ცენტრალურ როლს ასრულებს თავისუფალი მედია ჯანსაღ, დემოკრატიულ სისტემაში.,, განაცხადა აშშ-ს ელჩმა გორში ყოფნისას.

მისი თქმით, მრავალფეროვანი, პლურალისტური მედია უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებულობას, მათ ინფორმირებულ არჩევანს.

,,თავდასხმები, რომლებიც 5 ივლისის შემდეგ ჟურნალისტებზე ვნახეთ, შოკისმომგვრელი და ძალიან შემაშფოთებელია. განსაკუთრებით იმის გამო, რომ ისინი კარგად იყო ორგანიზებული, ჟურნალისტებისადმი იყო მიმართული და იყო იმ ქცევის ნაწილი, რომლის ჩამოყალიბებასაც წელიწად-ნახევარზე მეტია თვალს ვადევნებთ.
საჭიროა მკაფიო მესიჯი მათ მიმართ, ვინც ჟურნალისტებზე და მედიის თავისუფლების წინააღმდეგ ამ თავდასხმის ორგანიზატორია. 

,,საქართველოში ეს კონსტიტუციით დაცული უფლებაა და ის დაცული უნდა იყოს. იმედი მაქვს, ამ კამპანიის განმავლობაში იქნება მკაფიო მესიჯები, რომ დაცული იყვნენ ჟურნალისტები და უზრუნველყოფილი იყოს ის, რომ მათ თავისი საქმე უსაფრთხოდ, დაშინების, ძალადობის და ორგანიზებული თავდასხმების შიშის გარეშე შეასრულონ",-განაცხადა ამერიკის ელჩმა გორში ვიზიტისას.

დღეს, გორის ქარის ელექტროსადგურის ტერიტორიაზე გაიმართა USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ოფიციალური გახსნის ცერემონია.

5 წლიან პროექტს, ახორციელებს „შპს დელოიტ ქონსალთინგი“ (Deloitte Consulting LLP), აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. პროგრამა საქართველოს ეხმარება ენერგიის წყაროების დივერსიფიცირებაში და ხელს უწყობს სტაბილური, კონკურენტუნარიანი, გამჭვირვალე და ინვესტორებისათვის მიმზიდველი ბაზრის ჩამოყალიბებას.

პროგრამის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს აშშ -ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა და ნათია თურნავამ, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრიმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები