ახალი ამბები
ძიუდოისტი ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონი გახდა
ძიუდოისტი, 21 წლის ლაშა ბექაური 90 კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ამით საქართველოს ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიადაზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.

ლაშა ბექაურმა ფინალში გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა, ფინალამდე კი, ჯერ პოლონელი, ისრაელელი და უზბეკი ძიუდოისტებს, ნახევარფინალში კი რუსეთის წარმომადგენელს მიხაელ იგოლნიკოვს სძლია.

ლაშა ბექაური დედოფლისწაყროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოდან არის. 2018 და 2019 წლებში ის ძიუდოში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. 2019 წელს ოქროს მედლები მოიპოვა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატსა და ცინდაოს მასტერსზეც. ბექაური ევროპის მოქმედი ჩემპიონია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები