ახალი ამბები
ხაშურის საკრებულოში ,,პატრიოტთა ალიანსის'' წევრები ,,ქართულ ოცნებაში'' გადავიდნენ
ხაშურის საკრებულოში ,,პატრიოტთა ალიანსის'' წევრები ,,ქართულ ოცნებაში'' გადავიდნენ. ამის გამო, ფრაქცია დაიშალა.

ფრაქციაში, რომლის სახელწოდება იყო "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი-დამოუკიდებლები", გაწევრიანებულები იყვნენ:

თავმჯდომარე - მიხეილ კაპანაძე; თავჯდომარის მოადგილე - ნოვე ტაბატაძე; წევრები: აკაკი ჩიტაძე და ალექსანდრე სიმონიშვილი.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარე მიხელ ჯანაშვილი აცხადებს, ამ ფრაქციის ორი წევრი იყო პატრიოთა ალიანსიდან - აკაკი ჩიტაძე და ალექსანდრე სიმონიშვილი.

შეგახსენებთ, მანამდე, ,,ქართული ოცნების'' რიგები დატოვა 7-მა წევრმა, რომლებსაც საკრებულოში თანამდებობები ეკავათ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები