ახალი ამბები
30 ივლისს გორისა და კასპის 18 სოფელს გაზის მიწოდება შეუწყდება
30 ივლისს გორისა და კასპის 18 სოფელს გაზის მიწოდება შეუწყდება. ამის შესახებ შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან'' გვაცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, ამ დღეს "საგურამო-ქუთაისის" მაგისტრალურ გაზსადენზე, ავარიულ-აღდგენით სამუშაოები განხორციელდება:

,,მიმდინარე წლის 30 ივლისს დილის  4:00 დან 11:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდებათ გორისა და კასპის მუნიციპალიტეტების შემდეგ სოფლებს: ნადარბაზევი, ნაწრეტი, შავშვები, წითელუბანი, ხურვალეთი, ხურვალეთის დევნილთა დასახლება, ახალშენი, ბერშუეთი, ზემო ახალსოფელი, ზემო სობისი, ზერტი, ზეღდულეთი, კირბალი, ქვემო ახალსოფელი, ქვემო სობისი, დოესი, უფლისციხე, ქვახვრელი.'' - აღნიშნულია განცხადებაში.

კომპანიაში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები