ახალი ამბები
გორში ჩატარდა ინტელექტუალური თამაში: რა, სად, როდის?
პარტია ,,საქართველოსთვის" გორის რეგიონალურ ოფისში ახალგაზრდებს შორის ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? ჩატარდა.

გამარჯვებულ გუნდის წევრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. წიგნები და ბროლის ბუ (სიბრძნის სიმბოლო) ჯგუფს ,,აგორას'' ერგო.

ახალგაზრდული ღონისძიების კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.

თამაშს გორის საკრებულოს წევრი და პარტია ,,საქართველოსთვის'' წარმომადგენელი - მამუკა ფანიაშვილი ხელმძღვანელობდა.




ახლადდაფუძნებული პარტია, რომელიც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ და მისი გუნდის წევრებმა ჩამოაყალიბეს, გორში ახალგაზრდულ კვირეულს ატარებს. ამ კვირეულოს ფარგლებში დღეს და ხვალ საფეხბურთო ჩემპიონატი ტარდება, 31 ივლისს კი, - ატენში დასუფთავების აქციას მოაწყობენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები