ახალი ამბები
სოფელ ხიდისთავში პოლიციის თანამშრომელს შეურაცხყოფა მიაყენეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც პოლიციის თანამშრომელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ამის გამო, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა დაკავებულს დღეს 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

როგორც გორის შს სამმართველოს მეოთხე განყოფილების თანამშრომელმა პროცესზე განაცხადა, მამაკაცი იქცეოდა აგრესიულად, არ დაემორჩილა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგადაც დააკავეს.

სამართალდამრღვევს ადვოკატი არ ჰყავს და არც ჯარიმის გადახდის საშუალება ჰქონდა. აღიარა ჩადენილი დანაშაული.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები