ახალი ამბები
წინასაარჩევნო პერიოდში გორში ორი ახალი ტელევიზია გამოჩნდა
გორში, 2 ახალი ტელევიზია დაფუძნდა. ორივე არხი წინასაარჩევნო პერიოდში გამოჩნდა, რომელთა გადაცემები სწორედ პოლიტიკურ პროცესებს ეხება.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ტელეკომპანია ,,სეზონი'' მსოფლიო ჩემპიონმა კრივში, გიორგი კანდელაკმა, ხოლო ,,ტვ მედიამონიტორინგი'' მაია ტატულაშვილმა დააფუძნა.

ამათგან, ტვ ,,სეზონი'' 2021 წლის თებერვალში, ხოლო ,,ტვ მედიამონიტორინგი'' მარტში დარეგისტრირდა.

გიორგი კანდელაკი კრიტიკულია დღევანდელი ოპოზიციის მიმართ . ერთ-ერთი პირველი რეპორტაჟი, რომელიც ამ ტელევიზიამ გააშუქა, ეკლესიის მხარდამჭერ აქციას ეხებოდა. აქცია სწორედ გიორგი კანდელაკის ორგანიზებით ჩატარდა.

რაც შეეხება ,,ტვ მედიამონიტორინგს'', მისი დამუძნებელი პარალელურად ტელეკომპანია ,,დიას'' დირექტორიცაა. ,,დია'' ბიზნესმენსა და ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირს გურამ გოგოლაძეს ეკუთვნის. ჩვენს კითხვაზე, რა ბედი ელის ,,დიას'', მაია ტატულაშვილმა პასუხი არ გაგვცა.

,,ტვ მედიამონიტონგი'' ყველაზე მეტად კრიტიკულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გუნდის წევრის - გიორგი ხოჯევანიშვილის მიმართ. 

გორში მესამე ტელევიზია ,,თრიალეთიც'' მაუწყებლობს. მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი ბადრი ნანეტაშვილი დღეს შერიგების მინისტრის მოადგილედ მუშაობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები