ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 102 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 30 ივლისი
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 712 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 561 პირი, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 712 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 243 შემთხვევა, აჭარა - 419, იმერეთი - 273, ქვემო ქართლი - 149, შიდა ქართლი - 102, გურია - 71, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 142, კახეთი - 175, მცხეთა-მთიანეთი -75, სამცხე-ჯავახეთი - 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 20.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 29 273 საიდანაც 5 547 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 880, აჭარაში - 557, იმერეთში - 773.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 416 338-ს. ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 381 246-მდე. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 793 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.93%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.59% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.09 %.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 076 პირი, მათ შორის, თბილისში - 505, აჭარაში - 91, იმერეთში -248. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 226 პირი, მათგან თბილისში - 162, აჭარაში - 4, იმერეთში - 18

1 963 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 048 - თბილისში, 605- აჭარაში.

21 763 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 46, ხოლო აჭარაში - 8.

სულ 6 ოქტომბრიდან - 29 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 982 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 20 035 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 6 523, პირი, აჭარაში - 3 833, იმერეთში - 2 205
Print

სტატიის გამოყენების პირობები