ახალი ამბები
გაიხსნა რესტორანი ,,შატო უფლისციხე'' [R]
უფლისციხის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნა რესტორანი ,,შატო უფლისციხე • Chateau Uplistsikhe"

ღონისძიება გახსნა გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების უფროსმა რობერტ მაღლაკელიძემ.

საზეიმო შეკრებაზე რესტორნის მფლობელებს და დამსწრე საზოგადოებას, ახალი ობიექტის გახსნა მიულოცა: შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ თემურ ხუბულურმა; გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ.

სტუმრებს ოჯახის სახელით, სამადლობელი სიტყვით მიმართა ვანო რაზმაძემ.

,,შატო უფლისციხე“ არის მრავალფუნქციური კომპლექსია, რომელიც მოიცავს ბარ-რესტორნის, ღია ტერასის, მევენახეობა - მარნის და ულამაზესი ლანდშაფტის სივრცეს.


აქ გელოდებათ:

✓ გემოვნებიანი ცოცხალი მუსიკა;

✓ უგემრიელესი, ტრადიციული და ევროპული სამზარეულოს კომბინაცია;

✓ გასართობი - განსატვირთი სივრცე;

✓ ულტრათანამედროვე სტანდარტები;

✓ უსაფრთხო გარემო;

✓ მომხმარებლის გემოვნებასა და ინტერესებზე მორგებული სერვისები;

✓ უმაღლესი მომსახურება 

ყველაფერი, რაც მომხმარებლის ესთეტიური გემოვნებისთვის შეიქმნა.



















Print

სტატიის გამოყენების პირობები