ახალი ამბები
როდის იგეგმება ზარდიანთკარში საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია - მინისტრის ზოგადი განცხადება
გორში, მედიის გარეშე გაიმართა შეხვედრა, სადაც გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ზარდიანკარში სახლების რეაბილიტაციის საკითხს მიეძღვნა.

ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პრეს-სამსახური ავრცელებს.

პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ იგეგმება აღნიშნულ სოფლის რეაბილიტაცია, თუმცა როდის და როგორ, ამის შესახებ არაფერია ნათქვამი.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნულია, ზარდიანთკარის საკითხი განიხილეს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის 22-ე გასვლით სხდომაზე.

,,ჩვენ დავსახეთ სოფელ ზარდიაანთკარში დაზიანებული სახლების აღდგენის მიზნით, ქმედებათა კონკრეტული გეგმა. ვიმსჯელეთ, ამ გეგმის განხორციელების მექანიზმებზე.'' - ასეთია მინისტრ თეა ახვლედიანის განცხადება.

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ზარდიანთკარში საცხოვრებელი სახლები 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზიანდა. სოფლის ნახევარი ამჟამად ე.წ. ნეიტრალურ ტერიტორიაზე მოქცეული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები