ახალი ამბები
ამერიკელი ექიმი კოვიდპაციენტების მართვის პროცესს ,,გორმედში'' გაეცნო
ამერიკელი ექიმი, კრიტიკული მედიცინისა და პულმონოლოგიის დოქტორი ხავიერ პერეს-ფერნანდესი გორში სამედიცინო ქსელ ,,გორმედს“ ესტუმრა.

პერეს-ფერნანდესი კოვიდპაციენტების მართვის პროცესებს გაეცნო და ქართველ კოლეგებთან შეერთებულ შტატებში დანერგილ ახალ ტექნოლოგიებსა და მიდგომებზე ისაუბრა.

დოქტორი ხავიერ პერეს-ფერნანდესი მაიამის კრიტიკული მედიცინის სერვისების სამედიცინო დირექტორია. ამავდროულად, არის ასოცირებული პროფესორი ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტში და ფლორიდის მწვავე-გადაუდებელი ქირურგიული სამუშაო ჯგუფის წევრი.

შეერთებულ შტატებში იგი COVID-19 პანდემიის მართვის პროცესებში სწრაფი რეაგირების ტექნოლოგიების დანერგვაში მონაწილეობს.

,,გორმედის" კლინიკური დირექტორის ხათუნა შრუბის განცხადებით, ,,გორმედი" როგორც კოვიდის, ასევე სხვა პათოლოგიების მართვის მხრივ, სამედიცინო სერვისების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია რეგიონში და პერეს-ფერნანდესი ქსელში არსებული ვითარებით და ვირუსული ინფექციის მართვის პროცესებით დაინტერესდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები