ახალი ამბები
გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მერობის კანდიდატები ,,ქართული ოცნებიდან''
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, ადგილობრივ არჩევნებზე მერობის კანდიდატების შესახებ, ინფორმაცია საზოგადოებას გააცნო.

მისი თქმით, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე გორში კენჭს იყრის ვლადიმერ ხინჩეგაშვილი. კასპში - ვახტანგ მაისურაძე; ქარელში - ზაზა გულიაშვილი; ხაშურში - თენგიზ ჩიტიაშვილი

პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებთ, ,,ქართულ ოცნებას'' მერობის კანდიდატები საქართველოს ყველა (63) მუნიციპალიტეტში ეყოლება.

საარჩევნო კამპანიის ლიდერი თბილისში იქნება კახი კალაძე, რომელიც ამავე დროს მერობის კანდიდატია. საქართველოს მასშტაბით კი საარჩევნო კამპანიას უხელმძღვანელებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები