ახალი ამბები
საქართველოში კოვიდის 3196 ახალი შემთხვევა დადასტურდა - გარდაიცვალა 27 პაციენტი - 31 ივლისი
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 196 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 147 პირი, ხოლო გარდაცვალების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 419 534-ს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 382 393-მდე. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 820 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.62 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.78 % ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.35 %.
Print

სტატიის გამოყენების პირობები