ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 148 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 31 ივლისი
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 196 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 487 შემთხვევა, აჭარა - 517, იმერეთი - 315, ქვემო ქართლი - 153, შიდა ქართლი - 148, გურია - 78, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 157, კახეთი - 202, მცხეთა-მთიანეთი -58, სამცხე-ჯავახეთი - 62, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 19.

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 196 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 147 პირი, ხოლო გარდაცვალების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 419 534-ს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 382 393-მდე. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 820 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.62 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.78 % ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.35 %.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 31 295 საიდანაც: 5 651 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 109 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 226 პირი, 1 989 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 23 655 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 46, ხოლო აჭარაში - 8. სულ 6 ოქტომბრიდან - 30 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 982 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 293 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 7 125, პირი, აჭარაში - 4 021, იმერეთში - 2 325.
Print

სტატიის გამოყენების პირობები