ახალი ამბები
გორი-ატენის გზის მშენებლობა ისევ შეჩერებულია
გორი-ატენის გზის მშენებლობა ისევ შეჩერებულია. კომპანია ,,ენსისის'' ტექანიკა ტანას ხეობაში კვლავ არ ჩანს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრეს-სამსახური ჯერ კიდევ 12 ივლისს გვატყობინებდა, რომ სამუშაოები რამდენიმე დღეში განახლდებოდა, თუმცა მას შემდეგ ორი კვირა გავიდა.

რეალურად, სამუშაობის დაწყებიდან 15 თვე გავიდა. ხელშეკრულებას ხელი 2020 წლის 13 მარტს მოაწერეს ხელი. ამავე ხელშეკრულების მიხედვით, მშენებლობის დასრულებამდე, დარჩენილია კიდევ 15 თვე.

წელიწადნახევარში კი კომპანია ,,ენსისმა'' მხოლოდ თანხის 3% აითვსა. პროექტის ჯამური ღირებულებაა 12 მლნ ლარი. გათვალისწინებულია 12 კმ-იანი მონაკვეთის მოასფალტება, რომელიც სოფელ ხიდისთავიდან იწყება და ატენის გასასვლელთან მთავრდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრეს-სამსახურმა გვითხრა, რომ პროექტში ცვლილებების შეტანა გახდა საჭირო და ამან გამოიწვია სამუშაოების შეჩერება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები