ახალი ამბები
კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო ორ ქართველ ძიუდოისტს ოლიმპიური სოფელი დაატოვებინეს
წლევანდელ ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსნებს ვაჟა მარგველაშვილსა და ლაშა შავდათუაშვილს ოლიმპიური სოფელი დაატოვებინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ,,როიტერი'', ,,ენბისი'' და სხვა მედიები ავრცელებენ.

მათი ცნობით, გადაწყვეტილება ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებმა მიიღეს. სულ აკრედიტაცია 6 სპორტსმენს შეუჩერეს, მათ შორის, 2 ქართველია.

,,ენბისის'' ცნობით, ქართველი ძიუდოისტები ტოკიოში ნახეს, სადაც კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა საკმაოდ მაღალია.

ოლიმპიური სოფლის დატოვება, კი კოვიდრეგულაციების თანახმად აკრძალულია. რეგულაციების მიხედვით, ოლიმპიადის მონაწილეები და დელეგაციები ოლიმპიურ სოფელში, იზოლირებულს სივრცეში ცხოვრობენ. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე ოლიმპიადას მაყურებელიც ვერ დაესწრო.

საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს ჯერჯერობით ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები