ახალი ამბები
გორში ქარმა ხე წააქცია
გორში, ძლიერმა ქარმა ხე წააქცია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ერთი ტოტი მანქანას დაეცა, ხოლო ხე სახლმა შეაკავა. როგორც ადგილობრივები იუწყებიან, დაზიანებულია სახურავი. 

სოციალურ ქსელში წერენ, რომ ქარისგან დაზიანდა მე-12 სკოლის სახურავიც.

ერთი თვის წინ, ანალოგიური ფაქტი მოხდა ჭავჭავაძის ქუჩაზე. ქარისგან წაქცეული ხე ქუჩაზე დაეცა. 


Print

სტატიის გამოყენების პირობები