ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 50 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 2 აგვისტო
2 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1655 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 23 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

ამ დროისთვის ქვეყანაში ინფიცირებულია 30 943 ადამიანი. 7-დღიანი დადებითობის მაჩვენებელია 7,68 პროცენტი.

დღეის მონაცემებით საქართველოში სრულად აცრილია 161 542 ადამიანი, ერთი დოზით – 345 238.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 655 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 701 შემთხვევა, აჭარა - 392, იმერეთი - 130, ქვემო ქართლი - 85, შიდა ქართლი - 50, გურია - 31, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 101, კახეთი - 87, მცხეთა-მთიანეთი -29, სამცხე-ჯავახეთი - 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 30 943 საიდანაც: 6 082 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 060, აჭარაში - 715, იმერეთში - 824. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 214 პირი, მათ შორის, თბილისში - 551, აჭარაში - 112, იმერეთში -277. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 243 პირი, მათგან თბილისში - 179, აჭარაში - 7, იმერეთში - 15. 2 228 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 041 - თბილისში, 819- აჭარაში. 22 633 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 55 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 50, ხოლო აჭარაში - 5.

სულ 6 ოქტომბრიდან - 1 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 990 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 171 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 7 125 პირი, აჭარაში - 4 315, იმერეთში - 2 602.
Print

სტატიის გამოყენების პირობები