ახალი ამბები
2 აგვისტოდან ქარელის ორივე საავადმყოფოში ,,პფაიზერის'' ვაქცინით აცრაა შესაძლებელი
დღეიდან, 2 აგვისტოდან, ქარელის მოსახლეობას ქალაქის ორივე საავადმყოფოში ,,პფაიზერის'' ვაქცინით აცრა შეუძლია.

ამის შესახებ განცხადებას ექიმი ეკა მამიჯანაშვილი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ეს მეტად მნიშვნელოვანი ამბავია, რადგან ბევრს ამ ვაქცინით აცრა სურს.

როგორც ცნობილია, 31 ივლისს საქართველოში ფაიზერის დამატებითი 162 630 დოზა შემოვიდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, იმუნიზაციის პროცესი კიდევ უფრო გაფართოვდება.

მანამდე, ნახევარი მილიონი დოზა ფაიზერის ვაქცინა საქართველოში აშშ-დან 23 ივლისს შემოიტანეს.

"მე მოვუწოდებ ყველას, ვისაც ეკუთვნის ვაქცინის გაკეთება საქართველოში, გთხოვთ, აიცერით, რაც შეიძლება სწრაფად, ვინაიდან ეს არის თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანების საუკეთესო დაცვა. ეს, ასევე, ერთადერთი საშუალებაა იმისთვის, რომ ეკონომიკა აღდგეს", — განაცხადა კელი დეგნანმა.

ჯანდაცვის მინისტრმა ეს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან პანდემიის მართვის პერიოდში უპრეცენდენტო და ყველაზე მნიშვნელოვან დახმარებად შეაფასა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები