ახალი ამბები
პედაგოგებს ანტიდასავლური პროპაგანდისა და დეზინფორმაციის შესახებ ტრენინგები ჩაუტარდებათ
ევროკავშირის მხარდაჭერით, 3 აგვისტოდან, კომუნიკაციების კომისია პროექტს „დეზინფორმაცია, როგორც გამოწვევა: კრიტიკული აზროვნების განვითარება სკოლებში“ იწყებს.

მედიაწიგნიერების მიმართულებით საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების 500 პედაგოგი გადამზადდება.

სამი თვის განმავლობაში, სერტიფიცირებული ტრენინგები თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ჩატარდება.

პედაგოგები მიიღებენ ცოდნას დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდის ნეგატიური ზეგავლენისა და მათგან თავის დაცვის მექანიზმების შესახებ, მიღებულ ცოდნას კი მოსწავლეებს გაუზიარებენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები