ახალი ამბები
გენო პეტრიაშვილი ოლიმპიადის ნახევარფინალშია
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალშია. 1/4 ფინალში ქართველმა სპორტსმენმა ჩინელი ჯივეი დენგი ანგარიშით 5:2 დაამარცხა.

დღესვე მოჭიდავეთა ტურნირზე ავთანდილ კენჭაძემ (74) იასპარეზა. ის პირველ შეხვედრაში მსოფლიო ჩემპიონსა და ოლიმპიურ მედალოსან, იტალიის წარმომადგენელ ფრანკ ჩამიზოსთან დამარცხდა. თუ ჩამიზო ფინალში გავიდა, კენჭაძე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელებას შეძლებს.

ნახევარფინალები დღეს თბილისის დროით 13:15 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი ხვალ გაიმართება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები